მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

წყალი მარგებელი

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, - ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადად, კომპანია იზრდება და პერიოდულად შეიძლება დაგვჭირდეს ზრდა საექსპორტო ბაზრების ზრდასთან ერთად. ჩვენი პროდუქცია გადის 27 ქვეყანაში, წელს დავიმატეთ თურქეთი და კორეა. ვცდილობთ, ვიყოთ დივერსიფიცირებული და ამა თუ იმ ქვეყნის წილი 5%-ს არ ცდებოდეს. კორეა მიმდინარე წელს დაგვემატა. პროდუქცია უკვე გავგზავნეთ და უკუკავშირიც მივიღეთ“, - განაცხადა მახარაძემ.

მისი თქმით, „რაუხის“ პროდუქციაც გადის ექსპორტზე, თუმცა „ნაბეღლავი“ არის „წყალი მარგებელის“ მთავარი ბრენდი და ამ მიმართულებითაც აქტიურად მიდის მუშაობა.

„ზოგადად, ექსპორტის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, ძირითადად ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ეს არის აშშ, იაპონია და ა.შ.“, - თქვა თინა მახარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები