მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაბიჯებით, რომლებიც კორუფციის მიმართულებით გადაიდგა და იდგმება გვინდა, ადგილი ევროპის სამეულში დავიკავოთ - კობახიძე

ირაკლი კბახიძე

"გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდგმეა", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, ამაში შედის, მათ შორის შესაბამისი საქმეების გამოძიება.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს, რომ გამოვიძიოთ ყველა შესაძლო სამართალდარღვევა. ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა, შეგახსენოთ გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმეა, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა მე ასე მგონია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები