მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 19 სექტემბრამდე უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობა
BM. GE
28.09.23 13:58
18

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში გამოვლინდა. უკანონო ფაქტების განაწილება რეგიონების მიხედვით კი ასეთია:

იმერეთი - 80 ფაქტი; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 40 სამართალდარღვევა; მცხეთა-მთიანეთში - 36 ფაქტი;  შიდა ქართლში - 21 ფაქტი; გურია - 15; კახეთი - 12; აჭარა - 9; სამცხე-ჯავახეთი - 7; ქვემო ქართლი - 5 ფაქტი; რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთი - 2 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 163 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 59 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 5 შემთხვევაში ბრაკონიერებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს, 2 კი, გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობის ფაქტია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, ამოღებულია 164 ერთეული ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

„უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ“, - აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები