მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NAEC-ის ბიუჯეტი და სახელფასო ფონდი განისაზღვრა - დირექტორს ₾9600 აქვს ხელფასი

ნაეკ

მთავრობამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) 2026 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი განსაზღვრა. შესაბამის განკარგულებას ხელი 6 თებერვალს ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, NAEC-ის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 27,9 მლნ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ბიუჯეტს, ის 2026 წლისთვის 7 მლნ ლარს შეადგენს. ცნობისთვის, 2025 წლის შრომის ანაზღაურებაზე 4,9 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.

განკარგულების თანახმად, შტატით გათვალისწინებული დასაქმებულების რაოდენობა 100-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოებს, NAEC-ის დირექტორს 9600 ლარი აქვს ხელფასი, დირექტორის მოადგილეებს (ჯამში 3) 8500-8500 ლარი.

სრულად წლევანდელი საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი შემდეგნაირია:

ცნობისთვის, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. მემანიშვილმა პოსტზე ნინო წერეთელი ჩაანაცვლა, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორის თანამდებობაზე 2024 წლის თებერვალში დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები