მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნაგავსაყრელებისთვის თანხები არის, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო მშენებლობებს ვერ ვიწყებთ“

616590204b67a
ინგა მურუსიძე
12.10.21 22:40
754
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაგავსაყრელების ასაშენებლად თანხები უკვე მოზიდულია, თუმცა მშენებლობები მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ იწყება.

შესაბამისი განცხადება მან აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტს განიხილავდნენ.

„თანხები მოზიდული გვაქვს ნაგავსაყრელებისთვის და ძალიან ბევრგან ვერ ვიწყებთ მშენებლობას, რადგან თითქმის ყველგან მოსახლეობის პროტესტია. ეს გასაგებია, რადგან არავის უნდა მის სიახლოვეს ნაგავსაყრელი არსებობდეს, თუმცა, დაახლოებით 5-6 წელია საგრანტო რესურსები მოზიდულია და მშენებლობას ვერ ვიწყებთ. ასეთი პროგრამები მხოლოდ ბიუჯეტით ვერ გადაიფარება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები