მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაღდ ფულზე მოთხოვნა შემცირდა - ვახტანგ ბუცხრიკიძე

5e9982da0d864
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.20 22:00
2082
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე "თიბისის" ფინანსურ მიმოქცევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნაღდ ფულზე მოთხოვნა შემცირებულია. ამის შესახებ ვახტანგ ბუცხრიკიძემ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პირველ პერიოდში ადამიანებმა არ იცოდნენ როგორი ვითარება შეიქმნებოდა, ამიტომ ბანკებში არსებული დანაზოგები ნაღდი ფულის სახით გაიტანეს, ბოლო პერიოდში კი ბანკების სტაბილური მუშოაბიდან გამომდინარე, დანაზოგების გაკეთებას კვლავ ბანკებში წყვეტენ.

„ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაზრდილი იყო, როდესაც ეს პროცესები დაიწყო, რამდენიმე კვირის წინ. ეს ლოგიკური იყო და ჩვენ ეს გათვლილი გვქონდა, როდესაც ითქვა, რომ შეიძლებოდა ბევრი ობიექტი დახურულიყო. მაშინ მიდიოდა საუბრები ეროვნული ბანკის, მთავრობისა და ჩვენ მიერ რომ საბანკო სექტორი მაინც გააგრძელებდა მუშაობას. ამ პერიოდში შესაძლოა ვიღაცეებს გარკვეული კითხვებიც ჰქოდანთ, ამიტომ ლოგიკური იყო, რომ ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაიზრდებოდა.

რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ეს იყო 2 კვირის - 10 დღის წინ, მაგრამ ბოლო ტრენდი არის ის, რომ პირიქით ჩვენი ბანკის მაგალითზე, შემოდინებები გაცილებით მეტია ვიდრე გადინებები.

ეს ბუნებრივია, რადგან ინფორმაციის პირველი ტალღის გავრცელებასთან ერთად ადამიანებმა მათი დანაზოგები ნაღდი ფული სახით მიიღეს, ხოლო როდესაც გაიგეს რომ ბანკები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნაღდი ფულის ქონა უფრო რისკის შემცველია, რადგან ნაღდი ფული არის ერთ-ერთი იმ რისკის მატარებელი, რომელმაც შესაძლოა დაავადების გავრცელება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო შემოდინებები გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები