მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნახევარი აჭარა თურქეთში გადადის ზეთის საყიდლად, ეს არის ეკონომიკის ზრდა?! - ანა ნაცვლიშვილი

ლელო

“მინისტრები ხშირად საუბრობენ ხოლმე “საოცარ” ეკონომიკურ ზრდაზე…” - ამ საკითხზე პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ უწყების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოსახლეობაზე არ ასახულა.

“რა ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰკითხეთ, გამდიდრდა თუ გაღარიბდა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება. გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან, ნახევარი აჭარა თურქეთში გადადის ზეთის საყიდლად. ეს არის ეკონომიკის ზრდა ამ ქვეყანაში?! ქალები, რომლებიც ყოველდღე კვეთენ საზღვარს, რადგან აქ არ არის მათთვის არავითარი დასაქმების შესაძლებლობა; სტუდენტები, რომლებიც სეზონურად მუშაობენ, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადონ.

რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ადამიანები ცდილობენ, თავიანთი ოჯახები არჩინონ, მაგრამ სახელმწიფო რას აკეთებს მათთვის? არაფერს! და ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის თქვენი ჯიბეების ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკური ზრდა და არა - საქართველოს მოქალაქეების გამდიდრება”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგარიში წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები