ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების გახსნის თარითის 18 მაისამდე გადმოწევას აფასებს და აცხადებს, რომ დარგის წარმომადგენლები სექტორისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გაგებით მოეკიდნენ.
ეკონომიკის მინისტრი წესების მოკლე ჩამონათვალს აკეთებს, რომლის დაცვა მოუწევთ როგორც ამ სფეროში მოქმედ ბიზნესოპერატორებს, ასევე მომხმარებელს.
„სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეების, მიკრომეწარმეების - ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რა შეზღუდვაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები - ნაკლები ადამიანი, ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენ, როგორც მომხმარებლები ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივიდუგეთ საკითხს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.