მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაკლები ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ცხადდება" - რამ განაპირობა მშენებლობაში კლება?

სატრანზიტო დერეფანი

საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. უწყების თანახმად, დარგში კლება მათ შორის სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანების და გზების მიმართულებით შემცირებას უკავშირდება.

ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი მიდგომების ფონზე, კლება მოსალოდნელი იყო.

როგორც BMG-ის კომპანია “სმარტ სოლუშენსის“ დირექტორმა განუცხადა, ბოლო პერიოდის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან შედარებით ნაკლებ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ცხადდება ტენდერი.

“დარგში ახალი პროექტების მიმართულებით ნამდვილად არის კლება, თუ შევადარებთ წინა წლებს, ბოლო პერიოდში შედარებით ნაკლები ახალი პროექტები გამოდის. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა უწყებებიდან, ასევე მელიორაციიდან, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამკვეთიa ჩვენი დარგისთვის. ვფიქრობ, უფრო დეტალურად გადიან ყველაფერს, სანამ გამოაცხადებენ პროექტს.

რაც შეეხება ძველ პროექტებს, მიმდინარე პროექტები ჯერჯერობით არის, თუმცა ცოტა მიდგომები შეიცვალა, საერთოდ ახალი ხელმძღვანელობა არის პრაქტიკულად ყველგან და შესაბამისად ახალი წესებია გადახდებთან დაკავშირებითაც. ანუ ოფიციალურად თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ გამკაცრდა უფრო მიდგომები. მაგალითად, გადახდაზე უფრო დიდხანს გვიწევს ლოდინი, ვიდრე ადრე.

ზედამხედველი უფრო დიდხანს უნდება გარკვეული მიზეზების გამო [შემოწმებას] სავარაუდოდ, ეს არის გამოწვეული იმით, რომ რესურსები არ ჰყოფნით გარე ზედამხედველებს და რეალურად თუ 5 დღეში უნდა ახერხებდნენ შესწავლას, 15-20 დღე სჭირდებათ”, - განაცხადა ლევან გოგსაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები