მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე ფიქრს და მეტი ვიფიქროთ მოძალადე მიგრანტებზე - ტრამპი

ტრამპი პუტინი

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პუტინზე ფიქრს ნაკლები დრო უნდა დაეთმოს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მეტად უნდა იფიქრონ მოძალადე მიგრანტებზე, რათა ისე არ დაასრულონ, როგორც ევროპამ.

„ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ პუტინზე ფიქრისთვის და მეტი დრო დავუთმოთ ფიქრს მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან შემოდიან, რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ!“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები