მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება

სს
14.12.24 00:44
336

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22

"მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება. ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი იყრება: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, წავკისის ცენტრალურ ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, სოფელ ახალდაბასა და სოფელ დიდგორში.

დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები