მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამდვილ მშვიდობას მხოლოდ ერთობით მივაღწევთ - ზელენსკი

უკრაინა
BM. GE
17.08.25 18:24
425

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მათ რუსეთს რეალური მოლაპარაკებების დაწყება უნდა აიძულონ. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვიდრე მხარეები უკრაინის მხარდამჭერ “მსურველთა კოალიციასთან” ვიდეო-კონფერენციას დაიწყებდნენ, ტრიბუნასთან დადგნენ და მედიასთან სიტყვით გამოვიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა თეთრ სახლში დაგეგმილ ისტორიულ სამიტზე ისაუბრა და გამოთქვა მოლოდინი, რომ ევროპელი მოკავშირეებისა და NATO-ს ხელმძღვანელის ჩართულობით გამართული შეხვედრა პროდუქტიული იქნება.

“ჩვენ რუსეთს რეალური მოლაპარაკებების დაწყება უნდა ვაიძულოთ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეალურ, ხანგრძლივ მშვიდობას მივაღწიოთ.” - განაცხადა ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტმა ტერიტორიების დათმობის შესახებ რუსეთის მოთხოვნასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ერთი მიწის მეორეში გაცვლა ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, უბრალოდ, შეუძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ სამმხრივი შეხვედრის დროს იქნება შესაძლებელი.

ზელენსკიმ ყურადღება უსაფრთხოების გარანტიების საკითხსაც დაუთმო: “ამერიკის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ჩართულობა ევროპული ქვეყნების მონაწილეობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება.”

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნებისთვის და კრემლზე ზეწოლის გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ევროპა არსებული სანქციებით თავის სიძლიერეს უჩვენებს რუსეთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები