მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NASA ელის, რომ 2024 წელი უფრო ცხელი იქნება

64be86ea4dc63
მარიამ ვარადაშვილი
24.07.23 18:35
487
NASA-ს მეცნიერების მტკიცებით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელი წლევანდელზე ცხელი იქნება. ამის მიზეზად კლიმატის ცვლილება სახელდება, რასაც გარემოში სათბური საწვავის ემისია იწვევს, რაც დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.

“მიზეზი, რის გამოც ვფიქრობთ რომ ეს გაგრძელდება არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სათბურის გაზების ემისიას ატომოსფეროში და სანამ არ შევწყვეტთ ამას, ტემპერატურა ზრდას განაგრძობს”,-ამბობს NASA-ს კლიმატოლოგი გავინ შმიდტი.

გასულ თვეში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურმაც გაავრცელა, ასევე რეკორდული იყო ივლისში რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტემპერატურაც. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით NASA-ს კლიმატოლოგი არ გამორიცხავს, რომ 2023 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები