მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nasdaq-ის ბირჟას 23-საათიან ვაჭრობაზე გადასვლა სურს

Nasdaq

აშშ-ის რიგით მეორე უმსხვილეს ბირჟას, Nasdaq-ს ტრადიციული სავაჭრო რეჟიმის დასრულდება და 23-საათიან ვაჭრობაზე გადასვლა სურს.

ბირჟის ოპერატორი კომპანიის განცხადებით, საფონდო ბირჟების მარეგულირებელ კომისიას უკვე გაეგზავნა განაცხადი სამუშაო საათების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც საინვესტიციო სამყაროში ახალი ეპოქის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

ამჟამად Nasdaq-ის ბირჟა, ისევე როგორც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, აშშ-ის სტანდარტული სამუშაო საათების მიხედვით ოპერირებს, რაც ადგილობრივი დროით 9:30-დან 16:00-მდე პერიოდს მოიცავს.

თუ მარეგულირებელი Nasdaq-ის განაცხადს დააკმაყოფილებს, მაშინ საათობრივი შეზღუდვა გაუქმდება და ბირჟა ფაქტობრივად 24-საათიანი გახდება, კვირაში 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ის ერთი საათი, რომელიც საგამონაკლისოა, რეალურად, ტექნიკური განახლებების და სერვერების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის განკუთვნილი, რომელიც ეტაპობრივად შემცირდება და ბირჟა სრულ 24-საათიან რეჟიმზე გადავა.

ამ ცვლილების მიზეზს რაც შეეხება, ბირჟის ხელმძღვანელობის განცხადებით, ინვესტირება დიდი ხანია გასცდა უოლ-სტრიტის და აშშ-ის ფიზიკურ საზღვრებს. დღეისათვის Nasdaq-ის ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანიების ინვესტორების დიდი ნაწილი ევროპასა და აზიაში ცხოვრობს და მათი რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება. ფიქსირებული სამუშაო საათები პრობლემას ქმნის იმ ინვესტორთათვის, რომელთაც ბირჟაზე ვაჭრობა სურთ, მაგრამ როცა ნიუ-იორკში დილაა, მათ სამშობლოში შუა ღამეა, რაც ამ პროცესს ართულებს.

თუკი ბირჟა ყოველთვის ღია იქნება, იქ გაცილებით მეტი ტრანზაქცია განხორციელდება, ბაზარი უფრო ბუნებრივი გახდება და მთელი მსოფლიო არ იქნება იმის მოლოდინში, თუ როდის გაიხსნება ბირჟა, რადგან ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები