ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ტექნოლოგიურ ბირჟაზე, NASDAQ-ზე მიხეილ ლომთაძის Kaspi-ის პირველადი საჯარო განთავსება შედგა, რომლის შედეგად ყაზახური კომპანიის აქციონერებმა ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს. ყაზახურმა კომპანიამ 11.3 მილიონი აქცია გაყიდა, თითოეული 92 დოლარად, რაც 5.3%-იან პრემიუმ წარმოადგენს იმ ფასთან შედარებით, რომელიც Kaspi-მ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ხუთშაბათს, ანუ უკანასკნელი სავაჭრო სესიის შემდეგ დააფიქსირა. Kaspi-ის აქციების შეძენას გარეშე ინვესტორი NASDAQ-ის ბირჟაზე 19 იანვრიდან შეძლებენ.
კომპანიის აქციები გასაყიდად Kaspi-ის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ კიმმა, აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მიხეილ ლომთაძემ და ერთ-ერთმა მსხვილმა აქციონერმა, Asia Equity Partners-მა გამოიტანეს, ანუ თავად კომპანია აქციების გასხვისებით პირდაპირ სარგებელს არ მიიღებს. თუმცა, ცხადია, Kaspi და მისი სხვა აქციონერები ირიბ სარგებელს მიიღებენ, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო განთავსების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის, ანუ ღირებულების გაზრდით იქნება განპირობებული. აქციონერებს, თავდაპირველად, 9 მილიონი აქციის გაყიდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ მაღალი მოთხოვნის ფონზე, ჯამში, 11.3 მილიონი აქცია გაიყიდა. გარიგების შედეგად, კომპანია $18.4 მილიარდად შეფასდა.
ფინანსური პროდუქტების გარდა, Kaspi-ის აპლიკაციაში შეხვდებით, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებსაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. გასული წლის სამ კვარტალში, Kaspi-მ $2.83 მილიარდის შემოსავალი და $1.27 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა. NASDAQ-თან ერთად, Kaspi-ის აქციები ასტანის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე ივაჭრება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.