მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნატა საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

6056ff7f17e16
თელარა გელანტია
21.03.21 12:07
1892
ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატა საბანაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. როგორც ნატა საბანაძე facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, გადაწყვეტლება საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაუკმაყოფილა.

ნატა საბანაძის facebook-პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება, რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით - პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა.

საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი, რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს“, - წერს ნატა საბანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები