საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის.
როგორც ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, საქართველოს შესახებ საკითხი არის დღის წესრიგში და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება მოხდება.
"ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და [ევროკავშირის საგარეო საქმეთა] მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, რა გააკეთონ",- თქვა ბორელმა.