მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი იზოლაციაში გადავიდა, - ინფორმაცია bm.ge-ს თავად ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მეზვრიშვილს კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი.
ინფორმაციისთვის: ამავე მიზეზით იზოლაციაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.