მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა - ოპოზიციის არყოფნა პარლამენტში დისკომფორტი და უხერხულობაა

5fe46d58e0112
ინგა მურუსიძე
24.12.20 14:27
405
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ პარლამენტში, ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტი და უხერხულობაა.

საქმე იმაშია, რომ დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობას უსმენენ, ხოლო სხდომას ოპოზიცია არ ესწრება. მედიამ თურნავას ჰკითხა, უქმნის თუ არა ეს მთავრობას დისკომფორტს:

„არის დისკომფორტი, არის უხერხულობა, თუმცა ოპოზიცია უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. იმ ამომრჩეველმა, ვინც მათ მისცა ხმა, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ დღეს მეტად კრიტიკული დისკუსია გვქონოდა. მოქალაქეებს სურდათ მათ რჩეულებს დაესვათ კითხვები პრემიერობის კანდიდატისთვის, მინისტრობის კანდიდატებისთვის, აქედან გამომდინარე, არის დისკომფორტი, მაგრამ ეს არის იმ ოპოზიციური პატიების პასუხისმგებლობა, ვინ ქუჩის ფორმა არჩია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები