მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა - ქართული ეკონომიკა არ ჩერდება

5e76692007ae8
BM.GE
21.03.20 23:20
2822
ქართული ეკონომიკა არ ჩერდება და თუ რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა ვერ დავინახეთ, საქმიანობას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქმიანობის გასაგრძელებლად ერთადერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ყველა კომპანიამ დაიცვას თანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოება, როგორც ექიმები და ეპიდემიოლოგები მოითხოვენ - იქნება ეს თერმოსკრინინგი თუ პერიოდული დეზინფექცია. მინისტრის განცხადებით, ამის კონტროლი მოხდება.

„ასე რომ, წარმოება, მშენებლობა და ეკონომიკური სახის სხვა საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები