მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

თურნავა
22.11.24 14:33
171

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პიტერ კაჟიმირს შეხვდა.

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობა და არსებული პროექტები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რაც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ნათია თურნავამ სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ერთიან ევრო გადახდების სისტემაში (SEPA) გაწევრიანების გზაზე გაწეული დახმარებისთვის, ასევე სლოვაკეთის ბანკის მუდმივ მხარდაჭერაზე ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის (ESCB) რეგიონული, გრძელვადიანი პროგრამის პოტენციური დაწყების პროცესში.

„ჩვენ ძლიერ ვაფასებთ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის დამტკიცებასა და დაწყებაში სლოვაკეთის ბანკის მუდმივ მხარდაჭერას. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის (ESCB) ტექნიკური თანამშრომლობის გუნდთან გრძელვადიანი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამის პოტენციურ დაწყებაზე. დამტკიცების შემთხვევაში, ეს ინიციატივა სრულ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ცენტრალურ ბანკებს. ამჟამად პროგრამა დაგეგმვის ეტაპზეა და განიხილება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მიერ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, პიტერ კაჟიმირმა ხაზი გაუსვა, რომ ივნისში თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სლოვაკეთის საერთაშორისო ურთიერთობების გუნდებს ღირებული შესაძლებლობები მიეცათ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ტექნიკური დახმარების ინიციატივების შესახებ ცოდნა და გამოცდილება გაეცვალათ.

ნათია თურნავა ავსტრიაში ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ავსტრიის ეროვნული ბანკის ორგანიზებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები