მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება

23

საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. სებ-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს სანჯაი მალჰოტრას შეხვდნენ.

პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო საქართველო-ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობას. ნათია თურნავამ ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გააცნო ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებული პრაქტიკა.

"ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ცენტრალური ბანკის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სექტორის ზედამხედველობისა და მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულებით.

ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრამდე სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში, რომელიც ციფრული საჯარო პლატფორმების მეშვეობით ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცების საკითხებს შეეხებოდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები