home
category
tv live menu
EN
Loading data...

ნათია თურნავა პაშა ჰოლდინგის მენეჯმენტს შეხვდა

BM. GE

19.09.23 15:15

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დღეს პაშა ჰოლდინგისა და პაშა ბანკის მენეჯმენტს შეხვდა.

ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატსა და მიდგომებზე ისაუბრა და მიმოიხილა ის სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ინოვაციების დანერგვისას ეყრდნობა. ყურადღება დაეთმო ბანკის მართვის პროცესში ქალების როლის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

ეროვნული ბანკი გეგმავს მსგავს შეხვედრებს სისტემატური ხასიათი მისცეს, რაც საბანკო სექტორთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

(NS)

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები