მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ფული უნდა ჩაიდოს

5dafedbc18b2a
თელარა გელანტია
23.10.19 10:02
872
„ასეთი ფორუმები არის ძალიან კარგი პალტფორმა იმისთვის, რომ პირველი პირებისგან გაიგოს ბიზნესმა თუ რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში ინვესტირებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმიდან“ „საქმიან დილაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„ფორუმზე ბევრი ისეთი მსურველია, ვისაც სურს იგივე საპორტო ინფრასტრუქტურაში ჩადოს თანხები, რადგან იციან, რომ თავისუფალი ზონები აქვს. ჩვენ რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს კონტეინერული ტვირთების გადაზიდვის ნაწილშიც - ზრდა 40%-ია ამ რვა თვის განმავლობაში და ეს არის მათთვის იმის მანიშნებელი, რომ აქ კონკრეტული დარგი უნდა განავითარონ. ინტერესია ასევე ენერგეტიკის სექტორის მიმართ; მათ მოისმინეს ჩვენგან ინფორმაცია, რომ გავხსენით ბაზარი და მთელი ჯგუფია ინვესტორების, ვისაც ეს დარგი აინტერესებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა, მშენებლობა და დეველოპმენტი და ტურიზმი - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელზე ნათია თურნავა ფორუმის საინვესტიციო პანელზე დღეს ყურადღების გამახვილებას აპირებს და  ბიზნესმენებს ამ დარგებში ინვესტირებისკენ მოუწოდებს.

"აქ სერიოზული ხალხია ჩამოსული, ვისაც უნდა, რომ თავისი ინვესტიციები დააბანდოს საქართველოში, რადგან საქართველო არის უსაფრთხო, მუდმივად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა მიუხედავად რეგიონალური შოკებისა, და როგორია ეს რეგიონუალური შოკები, თავად იციან, რადგან საკუთარ ქვეყნებშიც აქვთ, ამიტომ ეს არის ძალიან ნათელი ინდიკატორი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ფული უნდა ჩაიდოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები