მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: საქართველო უსაფრთხოა და ეს ეხება არა მხოლოდ ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც

5ed6469d8e5d5
ინგა მურუსიძე
02.06.20 16:38
1189
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო.

პროცესს ასევე გაეცნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.

როგორც BM.GE-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ადგილზე უკვე უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საერთაშორისო სტანდარტებით აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა, მათ შორის შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრთათვის სიცხის გაზომვა. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, როგორც ცნობილია, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1 ივლისიდან გეგმავს.

„მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აერპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს როგორც ტურისტების მიღება, ასევე ჩვენი მოქალაქეების გაფრენა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ უსაფრთხოების სტანდარტები ყველა პროცედურის დროს, ყველა ნაბიჯზე უმაღლეს დონეზე იყოს დაცული.
„პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.








გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები