მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავამ ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თურნავა შეხვედრა
28.03.24 18:16
35
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქართულმა მხარემ მათ ქვეყანაში არსებული ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები, მონეტარული პოლიტიკის არსებული ჩარჩო, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, საბანკო ზედამხედველობის კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებსაც.

ნათია თურნავამ ნიდერლანდურ მხარეს თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდური მხარე სებ-ს არაერთი მიმართულებით ეხმარება, მათ შორის ფინანსური განათლების მიმართულებით.

"ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ფინანსური განათლება კი ყველა ქვეყნისთვის საერთო საზრუნავია. ამ მხრივ ევროპულ თანამეგობრობაში საქართველო ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია", - აღნიშნა რობინ იუტერლინდმა.