NATO-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად, ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა ლონდონის სამიტის ფარგლებში, რომელიც უკრაინის კრიზისს და რეგიონის უსაფრთხოების საკითხების განხილვას ეძღვნება.
როგორც სოციალურ ქსელ X-ზე მარკ რუტე წერს, სამი მთავარი საკითხია განსახილველი ლონდონში:
"1. უკრაინის დახმარება დღეს. საჭირო იქნება ევროპაში ყველას მხრიდან უფრო მეტის გაცემა.
2. ჩვენ ყველას გვინდა სამშვიდობო შეთანხმება და ის უნდა გაგრძელდეს. ევროპა აქ ნამდვილად წინ მიიწევს.
3. NATO-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად, ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის".
ცნობისთვის, ლონდონის სამიტს ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები. ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.