აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა დახარჯონ. ტრამპის განმარტებით, ამჟამად არსებული 2%-იანი მოთხოვნა შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელშიც ამჟამად მსოფლიო იმყოფება, ამიტომ NATO-ს ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპა აშშ-სთან შედარებით, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას, თუმცა ის მაინც გაცილებით ნაკლებს ხარჯავს თავდაცვაზე, ვიდრე ვაშინგტონი.
NATO-ს ინფორმაციით, სამხედრო ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოდან 2%-იან მინიმალურ მოთხოვნას 23 ქვეყანა აკმაყოფილებს, ანუ 9 სახელმწიფო აქამდე არსებულ 2%-იან მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს.
მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით NATO-ში ყველაზე მეტ თანხას აშშ ხარჯავს, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ს გამოყოფს. მეორე ადგილზე 4.1%-იანი ბიუჯეტით პოლონეთია, მესამეზე კი - ესტონეთი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 3.4%-ს გამოყოფს.