ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურ მილოცვაში საქართველოს მთავრობის მეთაურს ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს უსურვებს.
„გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს“, - აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში", - წერს ადმინისტრაცია და თან ურთავს მისალოც წერილს.