მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

სს
08.05.24 22:50
274

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმა ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სასტიკად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "TV Pirveli" ავრცელებს. მათივე ცნობით, ის ალადაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ.

"მარტო ვიმყოფებოდი სახლთან, "ოცნების" ზონდერები დამესხნენ თავს", - განაცხადა საავადმყოფოში მიმავალმა დიმა ჩიქოვანმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

როგორც ის ამბობს თავდასხმისას მარტო იყო.

"მარტო ვიმყოფებოდი, სახლთან სოლოლაკში. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ვერ მოგვერევიან. ესენი არიან მშიშრები. "ოცნების" ზონდერები დამესხნენ თავს.

კარგად ვარ, მაგრამ ეს არის ამ რეჟიმის დასასრული, ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ყველა კარგად ვიქნებით და ქართული ოცნება დამთავრდება. რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში ვერ იარსებებს. "ოცნება" არის რუსული მეთოდით მომუშავე", - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები