მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნატურალური წვენების საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში რუსეთი აღარ არის - სად ვყიდით პროდუქტს?

წვენები

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოდან $13 726 000-ის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 9 247 ტონა შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება, მიმდინარე წლის რვა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 32%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, საერთაშორისო ბაზრებზე $10 397 650 ღირებულების, 8 245 ტონა პროდუქტი გავყიდეთ.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ხილისა და ბოსტნეულის წვენების მთავარი საექსპორტო ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ჯამში $3 572 000-ის წვენები გავიდა.

2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრების ხუთეულში პოზიციები ასე ნაწილდება:

აშშ - $3 572 000, 2 416 ტონა

ისრაელი - $3 292 000, 1 813 ტონა

იაპონია - $1 214 000, 375 ტონა

ავსტრალია - $1 187 000, 1 101 ტონა

გერმანია - $1 082 000, 742 ტონა

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქართული წვენების მთავარი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. წელს კი რუსეთში პირველ რვა თვეში მხოლოდ $725 960 ღირებულების, 578 ტონა წვენების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როცა გასულ წელს, მეზობელ ქვეყანაში - 3 343 000 დოლარის, 2 961 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. შედეგად, რუსეთმა წელს, საექსპორტო ბაზრების რეიტინგში - პირველი ადგილიდან - მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები