მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობი და გაზი მკვეთრად ძვირდება – როგორია ფასების დინამიკა?

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის და ირანის მხრიდან მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო იერიშების განხორციელების ფონზე, ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება.

ვითარება უკიდურესად დაიძაბა ისრაელის მიერ ირანის საკვანძო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი დარტყმების შემდეგ, რასაც ირანის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით.

მოგეხსენებათ, ისრაელის საჰაერო თავდასხმების სამიზნე ირანის სამხრეთში მდებარე ნავთობის გადამმუშავებელი ქარხნები და საექსპორტო ტერმინალები გახდა, რაც თეირანის ეკონომიკური შემოსავლების მთავარი წყაროა. საპასუხოდ, ირანულმა მხარემ სარაკეტო დარტყმები განახორციელა საამიროების და კატარის უმსხვილეს ენერგოობიექტებზე, რამაც გლობალური მიწოდების ჯაჭვის სრული პარალიზების შესახებ შიში გააძლიერა.

ვითარების მკვეთრი გაუარესების ფონზე, ნავთობის ფასი ერთ დღეში 8%-ით გაიზარდა და Brent-ის ღირებულება ამჟამად 116 დოლარს აღწევს, რაც ომის დაწყებიდან დღემდე 60%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, რუსული Urals-ის ფასმა 104 დოლარს გადააჭარბა, რაც 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია და ერთ თვეში 90%-იან ზრდას წარმოადგენს.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ის ერთ თვეში 120%-ით არის გაძვირებული და ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ფასი მეგავატ/საათზე 68 ევროს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები