მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის აქციზიდან 2023 წელს ბიუჯეტში რეკორდული თანხა, 577 მილიონი ლარი შევიდა

ბენზინგასამართი

2023 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა ნავთობის აქციზიდან რეკორდული 577 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ეს 2022 წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია.

არსებული მდგომარეობით, ერთ ლიტრ საწვავზე აქციზის განაკვეთი 38 თეთრს შეადგენს, შესაბამისად მის გარეშე თითოეული ლიტრი საწვავი 38 თეთრით უფრო იაფი იქნებოდა.

ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბენზინის აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა 2023 წელს 303 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 6 მილიონი ლარით ნაკლები იყო. რაც შეეხება დიზელის საწვავს, მიღებული სააქციზო შემოსავალი 235 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 22 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სხვა ნავთობპროდუქტების აქციზი კი 39 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა 9 მილიონი ლარი).

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინის ღირებულება 3 ლარს შეადგენს, შესაბამისად, სააქციზო განაკვეთის გარეშე მისი საფასური 2.62 ლარი იქნებოდა. ამასთან, 3 ლარის ღირებულებაში ასევე შედის დამატებული ღირებულების გადასახადიც 18%-ის ოდენობით, რაც 54 თეთრს შეადგენს. ამ ორი გადასახადის (აქციზი 38 თეთრი+დღგ 54 თეთრი) გამოკლებით, ბაზარზე ლიტრი ბენზინი 92 თეთრით უფრო იაფი ეღირებოდა და მისი ფასი 2.08 ლარი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები