მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის და გაზის ფასები გაიზარდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 86 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 82 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 17 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 28 ევროს შეადგენს, რაც ერთ თვეში 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.