მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის და გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა - ერთ კვირაში ბარელი Brent-ის ფასი 5%-ითაა გაზრდილი და მისი ღირებულება ამჟამად 71 დოლარს აღწევს, ხოლო WTI-ის ფასი 66 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ თვეში თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ზრდის დინამიკა შეინიშნება რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, რომელიც ამჟამად 57 დოლარად ივაჭრება, რაც 4%-იან მატებას წარმოადგენს.

თითქმის 5%-ით არის გაძვირებული ბუნებრივი აირიც, რომლის ფასი ევროპულ ბაზარზე 33 ევროს შეადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის და გაზის გაძვირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებასთან იმ ცნობის გავრცელებასთან, რომ აშშ-ის მთავრობა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება.

ცხადია, ეს მოცემულობა ინვესტორებს აშინებთ, რადგან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის გაჩაღება ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის და გაზის მიწოდებას შეაფერხებს, რომელზედაც გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები