მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ერთ კვირაში 5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 90 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 88 დოლარის ფარგლებში მერყეობს. შედარებისთვის, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ბრენტის ფასი 97 დოლარს აჭარბებდა.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ის ისევ ურყევად ინარჩუნებს მაღალ საბაზრო ნიშნულს და ბარელი Urals-ის ფასი 80 დოლარს შეადგენს, რაც 20 დოლარით მეტია დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტთან შედარებით.  

ერთ კვირაში შემცირებულია ბუნებრივი აირის ღირებულებაც. აშშ-ში გაზის ფასი 2%-ით დაეცა, ევროკავშირის მასშტაბით კი კორექციის მაჩვენებელი 5%-ს აღწევს. საერთო ჯამში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზის ფასი ბირჟაზე 75%-ითაა შემცირებული და ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება 37 ევროს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები