მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნავთობის ფასი მაქსიმუმს უახლოეს კვირებში მიაღწევს" – აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი

კრის

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის, კრის რაიტის განცხადებით, ნავთობის ფასების პიკური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაფიქსირდება, რის შემდეგაც, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენასთან ერთად, კლება დაიწყება და ღირებულება დასტაბილურდება.

რაიტის თქმით, მანამ, სანამ სრუტეში გემების გადაადგილება მნიშვნელოვნად არ აღდგება, ენერგორესურსების ღირებულება მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

პარალელურად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ნავთობსა და ბენზინზე მაღალი ფასები, შესაძლოა, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე შენარჩუნდეს, რაც ემთხვევა ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელთა შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის დასტაბილურებას მინიმუმ 4-5 თვე დასჭირდება.

ენერგეტიკის მდივანმა ვენესუელაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, სადაც ნავთობის მოპოვება 25%-ით გაიზარდა. კერძოდ, კომპანია Chevron-მა ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რომლებიც ვენესუელაში მძიმე ნავთობის მოპოვების გაზრდასა და აქტივების გაცვლას ითვალისწინებს. ენერგეტიკის მინისტრის შეფასებით, ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გააქტიურება, გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობას შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები