მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასის კოლაფსმა ეკონომიკა დამატებითი გამოწვევის წინაშე დააყენა - მაჭავარიანი

5e71e5fd00aeb
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 20:00
1130
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სელიმ ჩექირმა ერთობლივ ბრიფინგზე კორონავირუსისგან გამოწვეული შოკის საპასუხოდ მისაღები ზომების შესახებ ისაუბრეს. 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, არსებულ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკაზე ორი ძირითადი შოკი მოქმედებს, აქედან პირველი უშუალოდ კორონავირუსის გავრცელებაა, რაც ყველაზე მძიმედ ტურიზმისა და მასთან კავშირში მყოფ სექტორებზე აისახება. მეორე კი გლობალურად ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირებაა, რასაც რეგიონის ქვეყნებზე აქვს უარყოფითი გავლენა. ამ ფონზე მინისტრი ამბობს, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს აქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა შექმნილ გამოწვევას უპასუხონ. 

პარალელურად, მთავრობა და ეროვნული ბანკი წელს ეკონომიკური ზრდის შენელებისთვის ემზადებიან, განახლებულ მაკროეკონოკურ პარამეტრებთან დაკავშირებით კი მათ კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან აქვთ კონსულტაციები. 

"მსოფლიოს ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ყველაზე მძიმე დარტყმას მიიღებს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი, როგორიც არის ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სფეროები და ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე საკმაოდ ნეგატიური ფაქტორი, რაც არის ნავთობის ფასების კოლაფსი. ამან დამატებით ჩვენი ეკონომიკა დამატებითი გამოწვევის წინაშე დააყენა. მინდა დაგარწმუნოთ რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყელა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ მარტო არ ვართ. ამ დღეებში ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს. პირველ რიგში ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო.

ჩვენ ვგეგმავთ IMF-ის პროგრამის ზრდას, საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორებთან და მათგანაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული დახმარებების მობილიზება. ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული ხვდება. ჩვენ გასული ფისკალური წელი საკმაოდ კარგად დავასრულეთ, გვქონდა საგადასახადო შემოსავლების ისტორიულად გადაჭარბება, შევქმენით მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერები. მოცულობით პაკეტს წარვადგენთ სტიმულირებებისთვის,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

დღესვე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 9%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და არ გამორიცხა, რომ კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაზარდოს.

ივანე მაჭავარიანის, კობა გვენეტაძისა და სელიმ ჩექირის ერთობლივი განცხადება:




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები