საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასი ისევ იზრდება. ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 112.6 დოლარს აჭარბებს, რაც ბოლო 24 საათში 5%-ით გაზრდილია.
ნავთობის ფასის ზრდა დაკავშირებულია ირანის ომის და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ საერთაშორისო ბაზარზე შეცვლილ მოლოდინთან, რაც ომის გახანგრძლივების რისკებს ასახავს.
Washington Post-ის თანახმად, პენტაგონმა კონგრესს მიმართა ომისთვის სპეციალური ბიუჯეტის გამოყოფის შესახებ 200 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც მიანიშნებს იმაზე რომ აღნიშნული პროცესი შესაძლოა ხანგრძლივად შენარჩუნდეს, ეს კი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გახანგრძლივებაზე და გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდების შოკის გახანგრძლივების გაზრდილ რისკებზე მიანიშნებს.




























