მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა - რა ღირს Brent, WTI, URALS?

ნავთობი

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება, თუმცა ირანის ომამდე მაჩვენებელთან შედარებით კვლავ მაღალია. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 97 დოლარს აჭარბებს. წინა კვირასთან შედარებით ნავთობზე ფასი თითქმის 14%-ით არის გაიაფებული. Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი 99 დოლარია. გასულ კვირასთან შედარებით Brent 9%-ით არის გაიაფებული. რუსული ნავთობის ფასი თითქმის 121 დოლარია, წინა კვირასთან შედარებით ფასი თითქმის უცვლელია. West Texas Intermediate-ის [WTI] ფასი კი 97 დოლარამდე შემცირდა.

მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანია დაიწყო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

გასულ კვირას, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი ორკვირიან ზავსა და მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, ბარელი ნავთობის ღირებულება ასდოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

11-12 აპრილს პაკისტანში აშშ-ირანის მოლაპარაკებები ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდა. ამას მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შესახებ, რის გამოც 13 აპრილს ნავთობის ფასმა კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები