მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობპროდუქტების მწარმოებელი Shell-ი გარემოსდაცვითი ჯგუფისგან €2 მლნ-ს ითხოვს

greenpeace

ნავთობპროდუქტების მწარმოებელი გიგანტი Shell-ი გარემოსდაცვით ჯგუფ - Greenpeace-ს მათი აქტივისტების მიერ კომპანიის სატრანზიტო ტრანსპორტზე მიყენებული ზარალის გამო, ლონდონის უმაღლეს სასამართლოში, უჩივის.

როგორც Greenpeace-ის წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, სარჩელი ორგანიზაციას Shell-ის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საპროტესტო აქციების გამართვას უკრძალავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი €8 მილიონიანი ზარალის სრულად ანაზღაურებას სთხოვს.

აღსანიშნია, რომ ეს მწვანე ორგანიზაციის წინააღმდეგ პირველი იურიდიული საფრთხეა მას შემდეგ, რაც Greenpeace-მა Shell-ის წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების პროექტისთვის ინვესტიციის შემცირების გასაპროტესტებლად კამპანია დაიწყო.

Shell-მა სასამართლოში სარჩელის შეტანას ადასტურებს, თუმცა ზარალის ოდენობას არ აკონკრეტებს. Greenpeace-ის ცნობით, ნავთობპროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ ორგანიზაციის პროტესტის შედეგები €8 მილიონად შეაფასა, თუმცა სხვადასხვა მედია იტყობინება, რომ სარჩელის მოცულობა €2 მილიონია.

Shell-ის შეფასებით, სატრანზიტო ტრანსპორტზე თავდასხმა არა მხოლოდ უკანონო, არამედ სიცოცხლისთვის სახიფათოა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა ის კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები