მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობსაბადოების მომსახურე 3 უმსხვილესი კომპანია რუსეთში საქმიანობას ამცირებს - Unian

6237071c26380
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.22 15:26
1096
ნავთობის დარგის „დიდ ოთხეულში“ შემავალმა, ნავთობის სერსვისების მიმწოდებელმა სამმა კომპანიამ, უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო, რუსეთში ბიზნესის წარმოების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. წერს უკრაინული გამოცემა Unian-ი კომპანიების განცხადებებზე დაყრდნობით. 

ამერიკულმა კომპანია Halliburton-ი 18 მარტს გაკეთებული განცხადებით პირველი იყო, ვინც რუსეთიდან გასვლის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ფედერაციაში ერთობლივ წარმოებებს ის არ ფლობს, საჭირო დანადგარებისა და პროდუქტების მიწოდება კი კომპანიამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეწყვიტა.

„შეძრული ვართ უკრაინაში მიმდინარე ომით. ჩვენ გვყავს თანამშრომლები, როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში და ეს კონფლიქტი მათზე, მათ ოჯახებსა და ახლობლებზე დიდ გავლენას ახდენს. კონფლიქტის დაწყებიდანვე დიდ ყურადღებას თანამშრომლების უსაფრთხოებას და საერთაშორისო სანქციების დაცვას ვუთმობდით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნია, რომ Halliburton-ი ამ სფეროში მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანიაა და მისი კლიენტები იყვნენ „გაზპრომი“, გაზპრომნეფტი“, „როსნეფტი“, „ლუკოილი“ და სხვები.

რუსეთში გეგმების შეჩერების შესახებ კომპანია Schlumberger-მაც განაცხადა. „ჩვენ რუსეთში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის დაუყოვნებელი შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ. ვაგრძელებთ აქტიურ დაკვირვებას არსებულ დინამიურ მდგომარეობაზე და საქმიანობას საერთაშორისო კანონმდებლობისა და სანქციების შესაბამისად ვაგრძელებთ“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ოლივიე ლე პეშმა.

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, რომელიც ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას ახორციელებდა Baker Hughes-ია. მათ რუსეთში ახალი ინვესტიციების შეწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. კომპანია არსებული ხელშეკრულების გაწერილი ვალდებულებების შესრულებას კანონმდებლობისა და სანქციების სრული დაცვით ახორციელებს. ნათქვამია მათ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები