2025 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე მოვლენების ფონზე საუდის არაბეთის სამეფოს სახელმწიფო ნავთობ კომპანია, ِAramco დიდ დანაკარგებს განიცდის. საუბარია წინა კვარტალთან შედარებით, წმინდა მოგების $26 მილიარდიდან $22 მილიარდამდე შემცირებაზე.
შემოსავლების კლების მთავარ მიზეზად ნავთობის ფასების გლობალურად შემცირება და გაზრდილი საოპერაციო ხარჯები სახელდება. ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ერთი ბარელი ნავთობის ფასი $76,3 შეადგენდა, ეს ნიშნული კი მეორე კვარტალში $66,7-მდე შემცირდა.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ყურადღებას იმსახურებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები და მათი თანამდევი დაძაბულობა. არანაკლები გავლენა აქვს აშშ-ს სატარიფო პოლიტიკის მიმართ გაჩენილ უარყოფით მოლოდინებს, ასევე OPEC+ - ის ბუნდოვან პოლიტიკას და ბაზარზე არსებულ გაურკვევლობას.
ამისდა მიუხედავად, ნავთობ კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მესამე კვარტალის განმავლობაში საკუთარ აქციონერებს ჯამში $21,14 მილიარდიანი დივიდენდების პაკეტს შესთავაზებენ და მას $200 მილიონიანი ბონუსიც დაემატება.




























