საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.
IEA-ის შეფასებით, თუ მომდევნო 25 წლის განმავლობაში მსოფლიო კურსს არ შეიცვლის და განახლებადი ენერგიის ათვისების მაჩვენებელი მკვეთრად არ გაიზრდება, მაშინ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის მატება გარდაუვალი იქნება.
სააგენტოს განმარტებით, ნავთობზე მოთხოვნის ზრდა გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და ავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ანალოგიურ პროგნოზს იზიარებს OPEC-იც, რომელმაც განახლებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ ნავთობზე მოთხოვნა ახლაც მაღალია და მომავალშიც სწორედ ასე იქნება.




























