გლობალურ ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებით OPEC-მა განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბაზარზე ნედლ ნავთობთან მიმართებით მოთხოვნა ისევ მაღალია და, სავარაუდოდ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, რაც ფუნდამენტური ფაქტორებითაა განპირობებული.
ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოა ორგანიზაცია საკუთარ პროგნოზს იმ ფაქტით ამყარებს, რომ წელს ჩინეთი რეკორდული მოცულობის ნავთობის იმპორტს განახორციელებს და ანალოგიური ვითარება იქნება ინდოეთშიც, ეს ორი სახელმწიფო კი, მოგეხსენებათ, პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარს აერთიანებენ.
OPEC-ის განმარტებით, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების 3%-იანი შემცირება ზედმეტად გადამეტებულად ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული და სპეკულატორებს არავითარი რეალური მიზეზი არ აქვთ იმისათვის, რომ მომავალში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება ივარაუდონ.