მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NCDC:"ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს"

5e734c0bda0ea
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.20 15:05
1327
ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები ქვეყანაში უნდა გამკაცრდეს, - ამ მოთხოვნით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს პრემიერ-მინისტრს მიმართა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემთხვევათა ფართომასშტაბიანი ზრდა. ამისთვის კი ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია „გარდა რესტორნების, კაფე-ბარების და ა.შ. რომ შეეხოს სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს, რა თქმა უნდა საკვები ობიექტების და აფთიაქების გამოკლებით“.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, დღეს დღის ბოლომდე უწყებები წარუდგენენ პრემიერს სამოქმედო გეგმას მათი კომპეტენციის ფარგლებში.

„დღევანდელ სხდომაზე ყველა სექტორმა მოახსენა, რა ღონისძიებები ტარდება, და შესაბამისად დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების, ანუ ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები ქვეყანაში. იგივე, ვთქვათ, გარდა რესტორნების, კაფე-ბარების და ა.შ. რომ შეეხოს სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს, რა თქმა უნდა საკვები ობიექტების და აფთიაქების გამოკლებით. კიდევ მრავალი ღონისძიებაა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა მისცა დავალებები ყველა სექტორს დღის ბოლომდე. თითოეული სექტორი წარუდგენს პრემიერ-მინისტრს იმ ღონისძიებებს, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებში გამკაცრებასთან იქნება დაკავშირებული და შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილებები შემდგომი გამკაცრების ნაბიჯების კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები