მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნდობისა და პროგრესის აღსადგენად, უნდა გაუქმდეს - ნორვეგიის საგარეო უწყება "რუსულ კანონზე"

ნორვეგია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ "რუსული კანონის" მიღებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას.

"ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად "უცხოური აგენტების" კანონის მიღება, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას და დააზიანებს ურთიერთობას დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად, კანონი უნდა გაუქმდეს",- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" სამი მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30-ის წინააღმდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები