მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს კანონპროექტი დააშორებს საქართველოს ევროკავშირს - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

მინდა, ნათლად განვაცხადო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.

ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: კანონის პროექტი "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებას და მის გაწევრიანების ტრაექტორიას და დააშორებს საქართველოს ევროკავშირს და არა დაახლოებას," - წერს მიშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები