შსს მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, - ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:
საქმე ის არის, რომ მოქალაქეების ნაწილი ამ წუთებში პარლამენტის წინ "რუსულ კანონს" აპროტესტებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.