მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nebius ფინეთში ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს AI ქარხანას ააშენებს

Nebius

ნიდერლანდებში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Nebius-მა ფინეთის ქალაქ ლაპეენრანტაში ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობის გეგმა წარადგინა.

ობიექტი, რომლის სიმძლავრეც 310 მეგავატს მიაღწევს, ამოქმედების შემდეგ ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული ნაგებობა იქნება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, არკადი ვოლოჟის განცხადებით, ახალი ობიექტი მომხმარებლების მომსახურებას 2027 წლიდან დაიწყებს. ცნობისთვის, Nebius-ის აქციების ფასი ამ სიახლის ფონზე ბირჟაზე 2.4%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ნაბიჯი ევროპაში მიმდინარე იმ მასშტაბური რბოლის ნაწილია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმისთვის საჭირო გამოთვლითი სიმძლავრეების დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ფრანგულმა სტარტაპმა Mistral-მა პარიზის მახლობლად მონაცემთა ცენტრის საოპერაციოდ $830 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსება ცოტა ხნის წინ მოიპოვა, ხოლო ბრიტანულმა Nscale-მა $2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობის მიუხედავად, ევროპული პროექტები 2 სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან - ელექტრო ენერგიის მაღალი ფასი და ეროვნულ ელექტროქსელებთან მიერთების სირთულეები რეგიონს აშშ-სთან შედარებით არახელსაყრელ პოზიციაში აყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები